ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც მოიცავს მეთოდებს თავისი მიმართულებებით. გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს, ჩეკლისტებს, გრაფიკულ მაორგანიზატორებს. ხუთივე სტრატეგია მოვარგე ჩემს პროექტს. შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
ცირას შექმნილი აქვს ძალიან საინტერესო თემაზე პროექტი "წერდნენ ყველაფერზე - ქვაზე, ცხოველის ტყავზე, სპილოს ძვალზე, ნიჟარაზე" ,რომელიც მოიცავს 21- ე საუკუნის უნარჩვევებს.კარგად აქვს შერჩეული ზოგადი შეკითხვა აზროვნების წამახალისებელი შეკითხვა, რომელიც სხვადასხვა საგანში შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს.
ОтветитьУдалитьმისი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, მკაფიოდ უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების გამოყენებას, რათა თემის შემეცნებითი აღქმა ჩამოუყალიბდეთ.
მისი შინაარსობრივი შეკითხვები ყურადღებას ამახვილებს ძირითად ცნებებზე, რათა ხელი შეუწყოს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას.
მისი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებიდან, რათა დეტალურად უპასუხონ თემატურ შეკითხვებს, შემოქმედებითად და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
დიდი მადლობა, ჩემო ხათუნა, შეგატყობინებ და გელოდებით პრეზენტაციაზე
ОтветитьУдалить