понедельник, 9 мая 2016 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო
 ჩემი პროექტი  "სტელებიდან  პოლიგრაფიამდე

ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
დიდი მადლობა  უსაყვარლეს, დაუღალავ, თბილ და ტკბილ ნინოს. რომელიც ამდენი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა ჩვენთვის.




воскресенье, 8 мая 2016 г.

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკუდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. შევქმნერი მოსწავლეთა მხარდაჭერის შაბლონი. რათა მოსწავლე გახდეს უფრო თვითრეგულირებადი და დამოუკიდებელი. შევიტანე გეგმაში ცვლილებები. შევიტანე საპროექტო აქტივობები  ნიჭიერი, სსსმ და არაქართულ ენოვანი მოსწავლეთა დიფერენცირებაზე დაყრდნობით. შევქმენი გამოწვევის ფაზისათვის სლიად-შოუ, რომელიც გამიადვილებს ფასილიტაციას. ფასილიტაცია იმისთვის არის საჭირო რომ გეზი მივცე მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება. გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლლად. ცვლილებები შევიტანე გეგმის შაბლონშიც 



пятница, 6 мая 2016 г.

მეშვიდე დღე

< />
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასე მეწყვილეს, პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები. გავეცანი შეფასების რუბრიკას ვიუვერში და მვახდინე მისი ადაპტირება, შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში ცვლილება აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით.
პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.
ყველა დღეს ველოდები სიახლეებს.


воскресенье, 24 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს ვიმუშავე ძალიან საინტერესო თემაზე. დავუკვირდი და გავიაზრე, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ხელშესაწყობისა შეფასებისათვის.
 შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომლის მომზადების დროსაც დავდექი მოსწავლის პოზიციაზე, გავითვალისწინე მისი შესაძლებლობა და ინტელექტი . ამით გამოვიწვევ მოსწავლის ინტერესს, მისთვის სამუშაო იქნება უფრო საინტერესო, იმუშავებს გახსნილად და არ ჩავარდება ფლუსტრაციასი.
დავამზადე ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მისცეს მიმართულება, როგორ უნდა შეასრულოს მიცემული დავალება. გაუადვილდება თითოეული ნაბიჯის გადადგმა და სამუშაო პროცესი გახდება მარტივი და სახალისო.
დღევანდელი დღეც ნაყოფიერი  და საინტერესო იყო. დიდი მადლობა ნინოს გაწეული მუშაობისათვის

суббота, 23 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ბლოგზე მასალის ატვირთვა, კომენტარის გაკეთება და წაკითხვა. შევაფასე ბლოგზე მასწავლებლის პროექტი რუბრიკის გამოყენებით, მსგავსს რუბრიკას შევიტან საკლასო პროცესში. მოსწავლეებს ეცოდინებათ მკაფიოდ შეფასების კრიტერიუმები , რითაც შეაფასებენ ჯგუფს, თანაკლასელს...
 ვისწავლე სხვადასხვა საძიებო საიტების გამოყენება. საძიებო ველში, საძიებო სიტყვის კონკრეტულად ჩაწერა ბრჭყალებით, რაც ნამდვილად გამიადვილებს ძიების პროცესს. ასევე ბუკმარკებში საიტის შენახვა და მოძებნა.
დღევანდელი დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვისწავლე ბევრი ახალი რამ. დღეის შემდეგ უფრო ნაყოფიერად წარვმართავ სასწავლო პროცესს ინტერნეტის გამოყენებით.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მეოთხე დღე


ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.  განვიხილეთ   შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც მოიცავს მეთოდებს  თავისი მიმართულებებით. გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს, ჩეკლისტებს, გრაფიკულ მაორგანიზატორებს. ხუთივე სტრატეგია მოვარგე ჩემს პროექტს. შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია.