воскресенье, 24 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს ვიმუშავე ძალიან საინტერესო თემაზე. დავუკვირდი და გავიაზრე, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ხელშესაწყობისა შეფასებისათვის.
 შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომლის მომზადების დროსაც დავდექი მოსწავლის პოზიციაზე, გავითვალისწინე მისი შესაძლებლობა და ინტელექტი . ამით გამოვიწვევ მოსწავლის ინტერესს, მისთვის სამუშაო იქნება უფრო საინტერესო, იმუშავებს გახსნილად და არ ჩავარდება ფლუსტრაციასი.
დავამზადე ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მისცეს მიმართულება, როგორ უნდა შეასრულოს მიცემული დავალება. გაუადვილდება თითოეული ნაბიჯის გადადგმა და სამუშაო პროცესი გახდება მარტივი და სახალისო.
დღევანდელი დღეც ნაყოფიერი  და საინტერესო იყო. დიდი მადლობა ნინოს გაწეული მუშაობისათვის

суббота, 23 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ბლოგზე მასალის ატვირთვა, კომენტარის გაკეთება და წაკითხვა. შევაფასე ბლოგზე მასწავლებლის პროექტი რუბრიკის გამოყენებით, მსგავსს რუბრიკას შევიტან საკლასო პროცესში. მოსწავლეებს ეცოდინებათ მკაფიოდ შეფასების კრიტერიუმები , რითაც შეაფასებენ ჯგუფს, თანაკლასელს...
 ვისწავლე სხვადასხვა საძიებო საიტების გამოყენება. საძიებო ველში, საძიებო სიტყვის კონკრეტულად ჩაწერა ბრჭყალებით, რაც ნამდვილად გამიადვილებს ძიების პროცესს. ასევე ბუკმარკებში საიტის შენახვა და მოძებნა.
დღევანდელი დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვისწავლე ბევრი ახალი რამ. დღეის შემდეგ უფრო ნაყოფიერად წარვმართავ სასწავლო პროცესს ინტერნეტის გამოყენებით.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მეოთხე დღე


ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.  განვიხილეთ   შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც მოიცავს მეთოდებს  თავისი მიმართულებებით. გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს, ჩეკლისტებს, გრაფიკულ მაორგანიზატორებს. ხუთივე სტრატეგია მოვარგე ჩემს პროექტს. შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია. 

суббота, 16 апреля 2016 г.

მესამე დღე



ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე მიმართულებით.ჩემი პროექტის ფარგლებში მოვარგე შედეგი ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორებს. შევიმუშავეთ მიზნები და ამოცანები. გავწერე პროექტის მთავარი მიზნები, რომელიც მოვარგე 21 - ე  საუკუნის უნარ-ჩვევებს, ლექსიკას, ბლუმის ზმნებს. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რისი საშუალებითაც გამოვიწვევ და დავაინტერესებ მოსწავლეს, დავაფიქრებ პროექტის თემასთან დაკავშირებით და ვაძებნინებ პასუხებს.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მეორე დღე


ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მომცა მიმართულება როგორ დავგეგმო და გავახორციელო პროექტი. დავამზადებ პუბლკაციებს, რათა დაავანონსო ჩემი პროექტი, გამოვიყენებ სხვადასხვა ცხრილებსა და სქემებს პროექტისათვის. პროექტს  გავაცნობ  სამიზნე აუდიტორიას,  მასწავლა ვიყო მრჩეველი, დამხარე პროექტის მსვლელობის დროს. ვისწავლე ბლოგის შექმნა და შემექმნა გარკვეული წარმოდგენა სამუშაო პროცესზე.