понедельник, 9 мая 2016 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო
 ჩემი პროექტი  "სტელებიდან  პოლიგრაფიამდე

ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
დიდი მადლობა  უსაყვარლეს, დაუღალავ, თბილ და ტკბილ ნინოს. რომელიც ამდენი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა ჩვენთვის.




2 комментария:

  1. მადლობა , ვირა შეფასებისთვის, ძალიან საინტერესო პროექტისთვის. შენთან საინტერესო იყო თანამშრომლობა. :)

    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить